HACCP - ის სისტემის დანერგვა და კონსულტირება

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის საკონსულტაციო მომსახურება
2021 წლიდან საქართველოში მოქმედებს ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სექტორის ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, დანერგილი უნდა ჰქონდეთ სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპების შესაბამისად.

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP), სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემაა, რომელიც ემსახურება კვების პროდუქტების წარმოების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციას და მის აღმოფხვრას.
ჩვენი კომპანია გაგიწევთ HACCP-ის დანერგვის კონსულტაციებს და უზრუნველყოფს საჭირო ტრენინგების ჩატარებას.
 
HACCP-ის დანერგვის  საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს შემდეგი საქმიანობების ეტაპობრივ განხორციელებას:
•    ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობის შესაბამისობის შეფასებას სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან (GPM/GHP);
•    შედეგების ანგარიშის მომზადებას და რეკომენდაციების სემუშავებას.
•    სამუშაო ჯგუფის მომზადება და სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) შემუშავება, დოკუმენტირებული პროცედურების, ინსტრუქციების, სამუშაო ფორმების შედგენას;
•    შემუშავებული სისტემის შეთანხმება, დასამტკიცებლად მომზადება და ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესებში ინტეგრირება;
•    სამუშაო ჯგუფთან ერთად HACCP-ის სისტემის დანერგვის სამუშაოების ჩატარების უზუნველყოფა ობიექტზე;
•    ორგანიზაციის მზადყოფნის შეფასების მიზნით HACCP-ის შიდა აუდიტის ჩატარება ყველა ობიექტზე, შიდა   აუდიტის ანგარიშის გადაგზავნა            დამკვეთისთვის, შედეგების ინტერპრეტაცია;
•    სამუშაო ჯგუფთან ერთად გამოძახების სიმულაციური ტესტის ჩატარება და საბოლოო შეფასება.
 

HACCP - ის სისტემის დანერგვა და კონსულტირება