ჩვენს შესახებ

10წელი
გამოცდილება

HS Leader

კომპანიის შესახებ

HS Leader არის ბიზნესის საკონსულტაციო აუთსორსული მომსახურების კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შრომის კანონმდებლობის, მათ შორის შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების სტანდარტების დანერგვის თანმდევ  საკონსულტაციო მომსახურებას, ტრენინგსა და აუდიტორულ სერვისებს. ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მოემსახუროს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გაანალიზოს რისკები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწვეტილებები.

გარდა შრომითი ურთიერთობისა, ჩვენი კომპანია  უზრუნველყოფს ISO სტანდარტების, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის საკონსულტაციო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

კომპანიის შექმნის იდეა ბაზარზე არსებულმა მოთხოვნებმა განაპირობა, სადაც კადრები დეფიციტურია, მით უფრო, როცა საკითხი პრაქტიკოს და გამოცდილ სპეციალისტებს ეხება. ჩვენი კომპანიის თითოეულმა წევრმა გამოცდილება სხვადასხვა წარმატებულ და ცნობილ კომპანიებში მუშაობით დააგროვა.

HS Leader-ის გუნდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომელთაც  გააჩნიათ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. უსაფრთხოების დარგში სპეციალიზაცია კომპანიას ანიჭებს უპირატესობას, ვიყოთ მეტად გაბედულები და მეტი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ თქვენ ინტერესს - თქვენთან ერთად შევქმნათ თქვენი კომპანიის მძლავრი და უსაფრთხო შრომის ბიზნეს სტრატეგია. ყველა ის სერვისი, რასაც ჩვენ გთავაზობთ, მაღალი სიზუსტითა და ხარისხით უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების დაცვას და ამავდროულად, თქვენი ბიზნესის ხარჯთეფექტიანობას. გარდა ხარჯების შემცირებაზე ორიენტირებისა, ჩვენ სრულად ვიღებთ ფინანსურ პასუხისმგებლობას, პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
ჩვენი კომპანიის მისიაა, რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა შეძლონ სამუშაო პროცესის წარმართვა მინიმალური რისკებით, იყვნენ დაზღვეულნი შესაძლო ფინანსური დანაკარგებისგან და მათი საქმიანობა მუდმივ თანხვედრაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან.