“შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ნებისმიერი კომპანია ვალდებულა მოახდინოს საფრთხის იდენტიფიცირება და რისკის შეფასება, ხოლო მიღებული შედეგების მიხედვით კი შეიმუშაოს თანმიმდევრული, პრევენციული ღონისძიებების დოკუმენტი. ჩვენი კომპანია გთავაზობთ საფრთხის იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების უზრუნველყოფას თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რის საფუძველზეც ჩვენ შევიმუშავებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და მოვახდენთ თქვენი სამუშაო პროცესის უსაფრთხოების მართვას. ჩვენი კომპანია სრულადაა პასუხისმგებელი შეთავაზებული მომსახურებისა და შესრულებული/შექმნილი დოკუმენტების სიზუსტესა და ხარისხზე.
ჩვენ დაგეხმარებით გაუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რაც დაგეხმარებათ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების აღსრულებაში და დანერგავს თქვენს კომპანიაში გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემას, ასევე ღირსეულ - შრომის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზაციის დოკუმენტაცია და სამუშაო პროცესის პრაქტიკული მხარე სრულ თანხვედრაში იყოს მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან. აგრეთვე ვუზრუნველყოფთ, რომ შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაგეგმარების პროცესი, მუდმივ და განახლებად რეჟიმში პასუხობდეს საკანონმდებლო ნოვაციებსა და ვალდებულებებს.